საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში ბოლო რამოდენიმე წელია, რაც ძალიან გააქტიურდნენ დაკრედიტების კუთხით, საწყის ეტაპზე კონკურენციის არ არსებობის გამო საპროცენტო სარგებელი კატასტროფულად დიდი იყო, ხოლო კონკურენციის გამძაფრებასთან ერთად ნელ-ნელა დაიწყო პროცენტების შემცირება და საკრედიტო პროდუქტების შეფუთვა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებენ კომერციული ბანკები, ისინი ისე ფუთავენ საკუთარ პროდუქტებს, რომ თუ ფინანსური განხრით არ გაქვთ უმაღლესი განათლება ძალიან გაგიჭირდებათ წინასწარ იმის გარკვევა თუ რეალურად რა ხარჯების გაწევა მოგიწევთ სესხის მისაღებად და შემდგომ მის...
↧